დაკავებულ დეკანოზთან მისი უფლებადამცველები შევიდნენ

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საპატიმროში მისი ადვოკატები შევიდნენ. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მსჯავრდებულ სასულიერო პირთან ერთად, სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე უნდა შეთანხმდნენ.
გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველის განმარტებით, დეკანოზთან შეხვედრისას გვერდს ვერ აუვლიან დაკავებულთან გუშინ მეუფე დიმიტრის ვიზიტისაც.
„თუ აქამდე მეუფე დიმიტრი ამბობდა, რომ მე ის მჯერა, რომ დეკანოზი არავის არ კლავდა და პატრიარქს არ სჯერა, რომ არავის კლავდა, მაგრამ მაქვს სხვა საკითხებზე კითხვის ნიშნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დიალოგის შემდგომ ეს კითხვის ნიშნები უფრო ნაკლები დარჩება,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური : უნდა შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი კომისია, დარწმუნებული ვარ, ერთი პარაზიტი მოაკლდება პარლამენტს
შემდეგი სტატიანუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლის განცხადებით, შსს-ს ინტერვიუ საკუთარი ნებით მისცა