დაკავებულ დეკანოზს ე.წ მატროსოვის ციხეში ადვოკატი ხვდება

ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამ წუთებში ხვდება.
ადვოკატი მამალაძესთან საუბარს საპატრიარქოს იურისტის ბრალდებაზე, აპირებს სადაც მან დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ბევრ საკითხზე გვაქვს საუბარი. ერთ-ერთი იქნება საპატრიარქოს იურისტის მიერ გაკეთებული განცხადება. ეს ჩემთვის გაუგებარია, არანაირ შემხებლობაში არ არის საქმესთან იმ ე.წ. 50 მილიონიანი გათეთრებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. ეს არის აბსურდული და მინდა ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოება გავარკვიოთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რატომ ხდება საპატრიარქოს მხრიდან არარსებული საკითხების წინ წამოწევა საპატრიარქოს მხრიდან.

ბევრი კითხვის ნიშანია საქმეში და აუცილებელია მალე გაირკვეს . მამა გიორგის რომ ჰქონოდა შეხება ამ თანხასთან, მას ყველაფერი უზრუნველყოფილი ექნებოდა”- აღნიშნა რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამნაღმველები გამოიძახეს
შემდეგი სტატიასამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს