დაკავება იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის

შსს-ს თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული ბ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ სისტემის 2 რევოლვერი და 13 ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინატოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიასაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თბილისში გვირაბები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა