დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკებზე-პოლიციამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღო

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

1997 წელს დაბადებული გოგიტა შ. სარფში აიყვანეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 91 შეკვრად დაფასოებული, 20,173 გრ მცენარეული მასა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. ასევე ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,05616 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ავტონომია უნივერსიტეტს”-მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია
შემდეგი სტატიაეკვადორში მიწისძვრის მსხვერპლი 77-მდე გაიზარდა