დაკარგული მეზღვაურები სიტყვა “help”-ით იპოვეს

დაკარგული მეზღვაურები სიტყვა

125სამი მეზღვაური, რომლებიც წყნარი ოკეანის სამხრეთით დაიკარგნენ, სიტყვა Help-ით (დახმარება) იპოვეს, რომელიც მათ კუნძულის სანაპიროზე პალმის რტოებისგან გამოხაზეს – ამის შესახებ აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახური “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
მეზღვაურები 4 აპრილს ოკეანეში ნავით შევიდნენ. გაცურვიდან რამდენიმე ხანში შტორმი დაიწყო, ტალღამ ნავი ამოატრიალა. მეზღვაურებმა სამაშველო ჟილეტები გაიკეთეს და ღამით დაახლოებით ორი მილი გაცურეს უახლოეს კუნძულამდე, სადაც არავინ ცხვრობს.
მაშველების მოძებნაში აშშ-მ იაპონიასაც სთხოვა დახმარება. საბოლოოდ, მეზღვაურები საპატრული თვითმფრინავ Boeing P-8 Poseidon-ის ეკიპაჟმა აღმოაჩინა.

banner
წინა სტატიაში(video) თამარ ხაჭაპურიძე საქართველოს მთავარ პროკურორს კორუფციაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიამაკედონიის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა