დაკარგული ბიჭის მამა შვილის გაუჩინარებას “ლურჯ ვეშაპს” უკავშირებს

ქობულეთში, სოფელ დაგვაში მე-12 კლასელს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

მამის განცხადებით, ის დღეს სამ საათზე პოლიციაშია დაბარებული. მამის თქმით, ის შვილის გაუჩინარებას თამაშს „ლურჯს ვეშაპს“ უკავშირებს და ამბობს, რომ კომპიუტერის ეკრანზე მის შვილს ვეშაპის ფოტო აქვს დაყენებული.

„სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა, სკოლაში არ მისულა, სოფელ ბობოყვათში სწავლობდა. ქობულეთის ცენტრში ჩასულა, ტელეფონი გამორთულო აქვს. საღამოს მივმართე პოლიციას. თუ ვინმემ რამე იცის ვთხოვ დამიკავშირდეს. სახეზე ჭრილობები აქვს, დაკარგვამდე 4 დღით ადრე წაიქცა და სახე დაიზინა“, – განაცხადა გოგი დილიძის მამამ ზორბეგ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის სასამართლო 11 დეკემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა რაიმონდ პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა