,,დაიწყო დიდი ქართული ჭორაობა-ვარაუდობანა-შერლოკ ჰოლმსობა-გოდება-მორცხვობა-თითის გაშვერა-ტალახში ამოსვრის სპექტაკლი”- ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:

„გაუთქმელობა, მკვლელობის მცდელობა, გადასახადების დამალვა, ურთიერთწყევლა, გადაბრალება, ლანძღვა-გინება, შენი ეთერი, ჩემი ეთერი, ჩადებული ციანიდი, დაძალებული ჯიპები, გამომზეურებული ენითაუწერელი ფუფუნება, ხელი გაარტყა, არა როგორ ვიკადრებდი ამას, სამშობლო დიდ უბედურებას გადავარჩინეთო, არა როგორ გეკადრებათ პატრიარქზე არავის უთქავამსო.

მძიმე მარხვა დაიწყო, ჟურნალისტების ნაწილი ჯერ კიდევ რომ ეუხერხულებათ, სენსიტიური თემააო, პაპზე უფრო დიდნი მრევლში ნუ განიკითხავთო, აი “ლიბერასტების” გასახარად ნუ გაიხდით საქმესო, აღარ გვინდა ეთერ – ეთერ ანაფორა ჩამოტარებით, დიდი ჭორაობა საჯაროდ და გლოვა “ვაიმე ეს თუ მართალია, აღარ ვიცი რააა”. ახალიას კაცია, მეგისას ძმაკაცი, არა ბიძინას მოძღვარი იყო, პრემიერიც არ გამოგრჩეთ, კაცი დაკითხვას ითხოვს და გაგიგიათო, ამათ არ იციან რა ქნან, დაკითხონ თუ არ დაკითხონ საკითხავი აი ეს არის, ჰოდა უი შეუძლოდ გახდაო, ექიმებმა სრულიად ჯანმრთელიაო, რუის – ურბნისის მოთხოვნის შეძახილები და ეს ყველაფერი რატომ? მიმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვირა გაუთქმელობა და ესენიც დაყვნენ.

დაიწყო დიდი ქართული ჭორაობა-ვარაუდობანა-შერლოკ ჰოლმსობა-გოდება-მორცხვობა-თითის გაშვერა-ტალახში ამოსვრის სპექტაკლი.
მიზანიც ხომ ეს იყო.

ხვალ ვიღას გაახსენდება მამა გიორგი მამალაძე და ციანიდი?!”, – წერს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის ექვსნიშნა შემოსავალი და ბინის რემონტში გადახდილი 37 000