“დაგვემხობა თავზე… არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას…ცოტა ყურები უნდა გამოიფხიკონ“ – ვოლსკი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს კამათი მოჰყვა პარლამენტში ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მომხრეა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რასაც ოპოზიცია ითხოვს, პარლამენტმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განიხილონ. ვოლსკიმ განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„არ მეგულება ვინნმე, რომ არ გრძნობდეს ერთ რამეს – აუცილებლად გადავა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში, უნდა თუ არ უნდა რომელიმე ჩვენგანს. არის მეორე სირთულე – პროკურატურაზე არ არის მხოლოდ საქმე დამოკიდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელსაც პროკურატურა არ სცნობს. ვფიქრობ, ამ თემას სერიოზულად უნდა დავუბრუნდეთ მას შემდეგ, რაც მეორე სასამართლო, გასაჩივრების შემდეგ განიხილავს საკითხს. დაგეგმილია მაღალი დონის ექსპერტების ჩამოყვანა და პროკურატურა არ აპირებს ამ თემაზე უკან დახევას. არც ერთი მხარე არ დავიცვათ. მთავარია, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაგვემხობა თავზე, მართლა არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას და პასუხი არ გაეცეს ბატონ ზაზას ან სხვა ადამიანს. მეორე საკითხია, რომ ადამიანებმა, ვინც უნდა ითანამშრომლონ პროკურატურასთან და სასამართლოსთან, ცოტა ყურები უნდა გამოიფხიკონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმოკლული დადუნაშვილის დედა – ახლა მარტო ის ვიცი, რომ ზაზა სარალიძის გვერდით უნდა ვიდგე
შემდეგი სტატია“გირგვლიანის მკვლელობა არ იყო ის, რაც ხდება დღეს…ეს სრულიად სხვა შემთხვევაა…კანტორა იყო პარლამენტი მაშინ“