ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების შესაძლო ზრდის შესახებ საუბრობს.
„ენერგეტიკა, ელექტროენერგიის ტარიფი, გაზის ტარიფი, ეს კიდევ ერთი ადგილი, სადაც ჩანს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და შედეგი არის ის, რომ ეს აუცილებლად დაარტყამს კიდევ ერთხელ ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ახლა სწორედ დაგვაყენეს ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე, რომ ან დენი უნდა იყოს გრაფიკით, ან ტარიფი უნდა გაიზარდოს,“ – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილი კიდევ ერთ საკითხს ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ ტარიფების გაზრდა შესაძლებელია სუბსიდირების ხარჯზე არ მოხდეს. ნაციონალური მოძრაობის წევრს უარყოფითი პროგნოზები აქვს.
შეგახსენებთ, ხვალ სემეკი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფზე იმსჯელებს.