„დაგროვებული პრობლემების სახელი და გვარი ღარიბაშვილი არ არის“

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი, პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას, პრობლემის მოგვარებად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ დღევანდელი მთავრობა მთლიანად უნდა გადადგეს.

კანდელაკის თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობაა.

„პრობლემის სახელი და გვარი ირაკლი ღარიბაშვილი არ არის. პრობლემების მთავარი მიზეზი ბიძინა ივანიშვილია. მან უნდა თქვას უარი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე და მან უნდა თქვას უარი უნიათო მთავრობაზე, რომლებიც არაქმედითები არიან“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს.

banner
წინა სტატიაში“რა პოზიცია ექნება ირაკლი ღარიბაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში, ეს გუნდის გადასაწყვეტია“, – თამაზ მეჭიაური
შემდეგი სტატიაგიორგი გაბაშვილი: ვითარება შეიცვლება მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას