დაღესტანის სოფელში გოგონა ამორალურობის გამო ჯაჭვით ყავდათ დაბმული

დაღესტანის სოფელში გოგონა ამორალურობის გამო ჯაჭვით ყავდათ დაბმული

დაღესტანის კიზლიარსკის რაიონის სოფლის ორმა მკვიდრმა, საკუთარ არასრულწლოვან ნათესავს არაკანონიერად აღუკვეთა თავისუფლება და ამორალური საქციელის გამო ჯაჭვით ყავდათ დაბმული – რუსული მედია წერს.
ორი თვის მანძილზე ორი მამაკაცი ცემდა გოგონას აღზრდის მიზნით, რომ ის “მორალურ გზაზე” დაეყენებინათ.

სახლში ასევე ცხოვრობდნენ დედა, ბებია, ბაბუა და სამი ძმა. ოჯახი, პოლიციის განცხადებით ალკოჰოლიზმის გამო აღრიცხვაზე იყო. “რამდენიმე თვის წინ ისინი აღრიცხვიდან მოიხსნენ, სამსახური დაიწყეს, სახლში რემონტი წამოიწყეს” – განაცხადეს პოლიციაში.

მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიძებმა ნებაყოფლობით განაცხადეს პოლიციაში გოგონას დაკარგვის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მან ვერ გაუძლო სასტიკ მოპყრობას და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა გოგონა იმავე სოფელში დეიდასთან იპოვეს. გოგონამ მომხდარის შესახებ მოუყვა პოლიციას და განაცხადა, რომ სახლში თუ დააბრუნებდნენ, თავს მოიკლავდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
23 მარტს იმავე სოფელში მამამ “მთიელისათვის შეუფერებელი საქციელის” გამო საკუთარი ორი ქალიშვილი მოკლა და დამარხა. ერთ-ერთი მათგანი 17 წლის იყო.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს”
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა, მეტი ერთიანობაა