დაღესტანელი ბავშვები პუტინს: ტფუ… ნახვამდის, შენ ჩვენ არ გვჭირდები (ვიდეო)

13 მარტს დაღესტანის დედაქალაქ მახაჩკალაში წინასაარჩევნოდ ჩასულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გადაწყვიტა ქუჩაში გაესეირნა და ხალხს გასაუბრებოდა. როგორც მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე, პუტინს ქუჩაში წინასწარ მომზადებული ხალხი დაახვედრეს, რომელთა შორის პუტინის კრიტიკოსი არ მოიძებნა, თუმცა იქვე უფროსებთან ერთად მყოფმა ბავშვებმა, პუტინს დამშვიდობებისას ის უთხრეს, რასაც დაღესტანში ბევრი ზრდასრულიც ფიქრობს, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს. დამოუკიდებელმა რუსულმა მედიამ სწორედ ეს კადრები გაავრცელა…
იმ დროს როდესაც პუტინი მანქანაში ჯდებოდა, კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ მიაძახა იქვე მდგარმა ორმა მცირეწლოვანმა ბიჭმა მას სიტყვა ,,ტფუ,, რამდენიმეჯერ… ერთ-ერთმა მოზარდმა პუტინის მისამართით დაიძახა ,,ნახვამდის. აბა მიდი, გაემგზავრე აქედან,, მეორემ კი ,,ნახვამდის… შენ ჩვენ არ გვჭირდები,,

https://youtu.be/dgi1zsWqVXA

 

banner
წინა სტატიაშიტრამპის რჩეული – ამერიკელი აგენტის გასაიდუმლოებული ბიოგრაფია
შემდეგი სტატიაჩავუშოღლუს განცხადებები ბაქოში – ცუდი სიგნალი საქართველოსთვის