დადიანის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ელექტროსადენებს დაეცა

დადიანის ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშა, იმერეთის ქუჩაზე კი რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ელექტროსადენებს დაეცა.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დადიანის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, რამდენიმე ადგილას კი ქარმა ხე მოგლიჯა.

ამასთან, თბილისში, იმერეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, რის შედეგადაც ღია ცის ქვეშ სამი ოჯახი დარჩა, მათ შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვია.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების მხრიდან კარტელი შეიქმნა და ნარკოდანაშაულში მხილებულებს ლობირებენ – ელისო კილაძე
შემდეგი სტატიაბესარიონ ხვინთელიანის პოლიტ-პატიმართა სიაში მოხვედრას მისი ადვოკატი გამართლებულად მიიჩნევს