დაცვის უფროსი შეიძლება დაინიშნოს და გათავისუფლდეს, ამ თემას ვერ გამოვეკიდები – ვოლსკი საპატრიაქოში მიმდინარე პროცესებზე

საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსის გათავისუფლებას პარლამენტის ვიცე- სპიკერ გიორგის ვოლსკი აფასებს.
უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, საპატრიარქოში მიმდინარე შიდა პროცესებზე ინფორმაცია არ აქვს.

„დაცვის უფროსი და ნებისმიერი თანამდებობის პირი შეიძლება დაინიშნოს, გათავისუფლდეს. ამ თემას ვერ გამოვეკიდები, არც თქვენ გირჩევთ იმიტომ, რომ ეს არის შიდა საკითხი,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება, მამა გიორგი მამალაძის პროცესზე, სახალხო დამცველის არდაშვებას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ დახურულ სხდომაზე პირის დასწრებას, თავად სასამართლო განსაზღვრავს.

banner
წინა სტატიაშირატომ შექმნა კახა მიქაიამ რუბრიკა ,,ჩემი საქართველო აქ არის”
შემდეგი სტატიასაქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება