ადვოკატი დიდინეძის ინციდენტში მონაწილე “ენმ”ის წევრებთან შეხვედრას ითხოვს

14522459_1796212243997108_167412388_o

“ჩვენი ინფორმაციით, პაპუნა კუკავა და მანუჩარ ქირია ზუგდიდის სამმართველოში იმყოფებიან. მე, როგორც ადვოკატმა, მათთან შეხვედრა მოვითხოვე, მაგრამ არ გვიშვებენ. გვეუბნებიან რომ დაკავებულები არ არიან და აქ არ იმყოფებიან . საზოგადოება კი ხედავდა, რომ ეს პირები აქ შეიყვანეს. ამბობენ, რომ მათ, ასევე,  დაზიანებები აღენიშნებათ. ეს ადამინის უფელბების დარღვევაა. მე ადვოკატი ვარ და ჩვენი შეხვედრა დაუყოვენბლივ უნდა მოხდეს”-აცხადებს  ბაჩუკი ყურაშვილი “თაიმერთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ. შემთხვევა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ კარდაკარის აქციის დროს მოხდა.

banner
წინა სტატიაში,,ბილდის,, რედაქტორის წერილი პუტინს, რომელმაც მსოფლიო დააფიქრა…
შემდეგი სტატიაჩინელმა მშობლების და 17 მეზობლის მკვლელობა აღიარა