დაცული ტერიტორიების საზღვრები იცვლება

დაცული ტერიტორიების საზღვრები იცვლება. ცვლილება ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, კოლხეთის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის, ქობულეთის აღკვეთილის, გარდაბნის აღკვეთილის, კაცობურის აღკვეთილის, ივრის აღკვეთილის და გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლის ფართობებსა და საზღვრებს ეხება.
ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა წარუდგინა.
ჟორჟოლიანის განმარტებით, დემარკაციის დროს, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილ იქნა დაცული ტერიტორიისათვის არატიპური ინფრასტრუქტურა და ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც კონსერვაციული ღირებულება არ გააჩნიათ ან არ შეესაბამებიან “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” კანონის მოთხოვნებს, როგორიცაა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სოფრომაძე რეგიონულ სასწრაფო დახმარების ახალ ადმინისტრაციულ შენობას ესტუმრება
შემდეგი სტატიაპუტინი იმალება – რაზე ისაუბრა ბაიდენმა რადაში