დაჭრილ ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი დღეს დაჭრეს. მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი ორივე ფეხში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა საბურთალოს პანთეონში მოხდა, როდესაც პეტრიაშვილი მეგობრებთან ერთად ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში“ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება”- უმრავლესობის წევრები პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს აფასებენ
შემდეგი სტატია“ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა”