დაბა ჯვარში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველადი გადამუშავების პროდუქტის – ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარის ქვედა ნაწილში არსებულ ე.წ. სამალავში 1,4 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი იყო განთავსებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, მძღოლმა დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა. ავტომანქანა და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი დაილუქა.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: „რასიზმი არა, მაგრამ „რეზიზმი“ არსებობს!.. მარტო თქვენ ხართ დარჩენილი კრემლის დარბაზში!“