ცვლილებები სამხედრო სარეზერვო სისტემაში-რეფორმა ნებაყოფლობით და არანებაყოფლობით რეზერვს გულისხმობს

სამხედრო სარეზერვო სისტემა უახლოეს მომავალში შეიცვლება. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით რეფორმა მიმდინარე წელს დაიწყება და სარეზერვო სამსახური ორ ნაწილად გაიყოფა. კერძოდ, იქნება აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი.

აქტიურის შემთხვევაში სარეზერვო სამსახურში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. გაფორმდება 5-წლიანი ანაზღაურებადი ხელშეკრულება. ხოლო სამობილიზაციო რეზერვი არანებაყოფლობით მონაწილეობას გულისხმობს. მოქალაქეების გამოძახების პერიოდი იქნება 45-დღიანი თუმცა ეს პერიოდი მათ აუნაზღაურდებათ.

„რაც შეეხება აქტიურ რეზერვს ის ძირითადად დაკომპლექტდება იმ სამხედრო მოსამსახურეებისგან, რომლებმაც ამოწურეს კონტრაქტით სამხედრო სამსახური შეიარაღებულ ძალებში. სამობილიზაციო რეზერვი უკვე ნიშნავს, რომ პოტენციურად ყველა მოქალაქე ვალდებულია იყოს სამობილიზაციო რეზერვის წარმომადგენელი, თუმცა აქაც მოხდება გარკვეული კრიტერიუმების განსაზღვრა,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში„ლეიბორისტული პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს
შემდეგი სტატიაგანზრახ მკვლელობაში, ძალადობაში, საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა