“ცვლილება ემსახურება ქვეყნის, საქმის წინ წაწევის ინეტრესებს”

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მასთან ერთად კიდევ ბევრ საქმეს გააკეთებს.

უსუფაშვილი ასევე წარმატებას უსურვებს გიორგი კვირიკაშვილს.

“მინდა მიმავალ პრმეიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ჩემს მეგობარ ირაკლის დიდი მადლობა მოვახსენო გაწული საქმიანობისთვის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მინისტრად მუშაობის დროს, ოპოზიციაში ერთად ბრძოლისთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენ წინ ძალიან ბევრ საქმეს კიდევ ერთხელ, ერთად გავაკეთებთ. მინდა გიორგი კვირიკაშვილს ვუსურვო წარმატებები”, – აღნიშნა უსუფაშვილმა

უსუფაშვილის თქმით, პრემიერობის ახალ კანდიდატს გუნდი სრულ ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

“დარმწუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართელოს ჰყავდეს ახალი მთავრობა. კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი, პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულ ნდობას, დარმწუნებული ვარ, რომ პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, ასევე მას გამოუცხადებს ნდობას და იგი ამ ძალიან საპასუხსიმგებლო თანამდებობაზე კიდევ უფრო წინ წასწევს ჩვენს ქვეყანას. ეს ცვლილება ემსახურება ქვეყნის ინტერესებს საქმის წინ წაწევის ინეტრესებს. ჩვენ ერთად ვრჩებით და ერთად გავაგრძელებთ საქმიანობას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე დიალოგი სამინისტროების დონეზე არ მიმდინარეობს”
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადური თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა