საინფორმაციო – ანალიტიკური სააგენტო

საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო Timer.ge პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.
ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

www.timer.ge მედია-ბაზარზე 2012 წლის 1 ნოემბერს გამოჩნდა.
სიზუსტე, ოპერატიულობა, ობიექტურობა, ახალი ამბები საქართველოსა და მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებიდან – ეს „თაიმერია“.

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, ზუგდიდი, სენაკი, აბაშა, ხობი, მარტვილი, წალენჯიხა, მესტია, ვარშავა, ბერლინი, მილანი – “თაიმერის” სპეციალური კორესპონდენტები მთელი საქართველოდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან იმისთვის მუშაობენ, რომ გქონდეთ ზუსტი და ოპერატიული ინფორმაცია.

სააგენტოს ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა საიტის მობილური ვერსია. ნებისმიერი სმარტფონის ბრაუზერით მისამართზე Timer.ge შესაძლებელია სიახლეების ოპერატიულად წაკითხვა.