ცსკო-ს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი ლიდერობს. 49 უბნიდან ამ დროისთვის 2 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, რულოვსს 48,27 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
45,46 % აქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატ ედიშერ თოლორაიას. მესამე ადგილზე კი – 3,67 %-ით „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირაკლი ჩანდელიაა. 1,84 % მიიღო „პაატა ბურჭულაძის – სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა ბესიკ თოდუამ.