ცოტნე გამსახურდიას ნიკოლოზ სააკაშვილმა საკუთარი ბავშვობა გაახსენა

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

„რა საყვარელი ბალღია – მოკრძალებული, ზრდილობიანი, მამის წონით დაჩაგრული, რომელსაც მისთვის არც დრო აქვს და არც – მონდომება, პრინციპში… ეგეც არ იყოს, ე.წ. “სიბერის შვილია”, როცა ბავშვი შვილიშვილისტოლაა და მას მამის მომდევნო თაობა უნდა ზრდიდეს უკვე,“ – ასე აკომენტარებს ცოტნე გამსახურდია ინტერნეტში გავრცელბულ ვიდეოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზი არიან აღბეჭდილნი. ვიდეო პოლონეთში, მატარებელში მანამდეა გადაღებული, ვიდრე სააკაშვილი უკრაინის საზღვარს გადაკევთდა.
„შემდეგ ეპიზოდში ამბობდა, მეშინია, ღმერთი გვფარავდესო… მახსენდება საკუთარი ცხოვრება რაღაცით, როდესაც მამაჩემი დაიაღუპა, ჩემი პატარა ძმა ამაზე ცოტა დიდი იქნებოდა… პრაქტიკულად, ლომის ხახაში დავრჩით მარტონი: დეტალების და ისტორიების მოყოლა მეზარება, რა ძალამ გადაგვარჩინა, ახლაც არ ვიცი… მოკლედ, მინდა რომ ეს პატარა ბიჭი ბედნიერი და თავისუფალი იყოს… ერთუჯრედიანებს გავახსენებ,რომ ეს – ბედნიერება და თავისუფლება – არც ფულშია და არც – ძალაუფლებაში,“ – წერს ცოტნე გამსახურდია და დასძენს: „სტატუსი არაპოლიტიკურია და ვიღაცებმა სუყველაფერი არ მაგინებინოთ!“

 

 

https://youtu.be/cVA4_X0JLHI

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმოგზაურებს მოქალაქეობის გარეშეც
შემდეგი სტატიაკონგრესმენი: საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა წარმატებულია