ცოტნე გამსახურდია: „ქალაქის მერი ერთი მუჭა მლიქვენელების და ზონდერების იმედად რჩება!“

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანება„სამარცხვინოა, როდესაც ქალაქის მერი ერთი მუჭა მლიქვენელების და ზონდერების იმედად რჩება!“ – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქში“ წერს.
მისივე თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ხალხი, რომელსაც არასდროს არაფერზე ამოუღია ხმა ამ ქვეყანაში, დღეს სხვებს აყვედრის, რატომ მაშინ ხმას არ იღებდითო!
„ადრე თუ გვიან ხომ უნდა დაიწყოთ გამოფხიზლება, ადამიანებო? თუ ვინმე ადრე ჩუმად იყო, ახლა ც გაჩუმდეს და ასე ქალაქს ეშველება?! ხომ ხედავთ, აქ უკვე ცხოვრება შეუძლებელია? არ დაგავიწყდეთ, ჯერ ზაფხული არ დამთავრებულა, ხალხი არ ჩამოსულა, ერთი კვირის შემდეგ აქ ცხოვრება, გადაადგილება, სუნთქვა შეუძებელი იქნება. ერთ კვირაში აქ ჯოჯოხეთი იქნება და ეს ნარმანიას… არა, თქვენი უმოქმედობის ბრალი იქნება!“ – წერს ცოტნე გამსხურდია „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე – საქართველოში ყველა კურორტი უნდა განვითარდეს
შემდეგი სტატიაYandex Taxi–მ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად “აღიარა”