ცოტნე გამსახურდია: ცოტა ხნის უკან კლუბებში გაყიდულმა ნარკოტიკმა შეიწირა ათამდე ახალგაზრდა!

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 12, 2018 13:05

ცოტნე გამსახურდია: ცოტა ხნის უკან კლუბებში გაყიდულმა ნარკოტიკმა შეიწირა ათამდე ახალგაზრდა!

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს“ცოტა ჭკუა დაატანეთ, ადამიანებო, რასაც წერთ! შეგნებულ ბარიგების მფარველებზე, ხმაურებზე და გირჩებზე – მესვეურებზე არ ვამბობ, მათ კონკრეტული დღის წესრიგი აქვთ და მას მისდევენ: საქართველო ნარკოჰაბად უნდა იქცეს აქედან გამომდინარე შედეგებით.

ალბათ ათი ადამიანი არ მოიძებნება ამ ქვეყანაში, ვინც ჩემზე მეტად უპირისპირდება ქოცნებობას და ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში. მაგრამ რა კავშირშია შსს ოპერაცია ბასიანზე ან სხვაგან პოლიტიკურ დამოკიდებულებებთან? ზოგს რომ უსმინო, ბასიან-ში ლამის ოპოზიციის შტაბი გახსნან…

როდესაც ნარკორეალიზატორი კლუბში მიდის, მას თან აქვს “ფაქტი”, და ყოველმხრივ მომზადებულია საკუთარი ბინძური საქმიანობისათვის. კლუბების 99 პროცენტის მესვეურებმა ყველა ქვეყანაში იციან ასეთი ნაძირლების საქმიანობის შესახებ მათ ტერიტორიაზე, მაგრამ ამას ცალი თვალით უყურებენ: თუ ხელს არ უწყობენ, არც უშლიან. ნარკოტიკების სრული განდევნა კლუბებიდან კლიენტებს დააკარგინებთ, რომელთაც სტიმულიატორები და ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა სჭირდებათ იქ სტუმრობისათვის. რეალიზატორებიც რაღაც დაუწერელ კანონებს იცავენ. როგორ ხდება საქართველოში, ვერ გეტყვით – ამ ფსევდოქვეყანაში არაა გამორიცხული კლუბებსა და ბარიგებს შორის პირდაპირი გარიგებაც არსებობდეს, გამოძიების საკითხია… მაგრამ როგორც ჩანს, აქ ყველანაირი ნორმა და არგუმენტი უგულებელყოფილია – ვისაც უნდა და როგორც უნდა, იმას აკეთებს. ამიტომაც შეიწირა ამ ცოტა ხნის უკან კლუბებში გაყიდულმა ნარკოტიკმა ათამდე ახალგაზრდა!

რაც შეეხება კლუბის გარეთ დაკავებას, წიოკი არც მერე შეწყდებოდა: აი, ნარკოტიკი ჩაუდეს, სახლში შეუვარდნენ, თავისუფლება ბახალას, ბალახი – ჯაფარას, და ა.შ. ალბათ, თქვენი აზრით, თბილისი ყველა უბანში, ათეულობით მისამართზე გასამხედროებული სპეცოპერაცია უკეთესი იქნებოდა კლუბის ფაქიზი სმენის მქონე სტუმრების შეწუხებაზე?

ცუდი ისაა, რომ სავარაუდოდ შსს-მ კარგად იცოდა ამ რეალიზატორების და მათი საქმიანობის მასშტაბების შესახებ, და პოლიტიკურ სიტუაციის ჩამოყალიბებას ელოდნენ – იქნებოდა ეს ივანიშვილის გამოჩენა, ყრილობა, თუ რაიმე სხვა… ამასობაში, ამ ნაძირლების და მათი მფარველების საქმიანობას ათობით ადამიანი შეეწირა!

ვინც კიდევ ვერ გაიგო: ჩვენ ხელისუფლებას ვუპირისპირდებით – ისიც, კონკრეტული ფაქტების გამო – და არა ქვეყანას! თქვენ კიდევ იყავით ბარიგების და წამლით დადებილებული ლაწირაკების მიერ ქვეყნის აშენების იმედზე!-წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 12, 2018 13:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics