ცოტნე გამსახურდია: „ბიძინე დამალული კოზირის როლშია და ფინალში გამოჩნდება!“

„სად არის ბიძინე?“ – ამ კითხვას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სვამს და იქვე, პასუხობს: „დავუშვათ, არაფერი ჭირს და ხელჩაკიდებული დაყავს კალაძე, ვით სხვები – მანამდე. მერე? იმდენ სისულელეს იტყვის, იმდენ ტყუილს და იმდენ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, სულ დაუმსხვრევს წარმატებული და ხალხისთვის დამაშვრალის იმიჯს, რომელსაც ძალიან ცდილობენ კალაძეს შეუქმნან.

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს

ამ იმიჯს არც ბავშვივით ტარება ესადაგება, თავისთავად… ეს თბილისია. მიშა სააკაშვილმა, რომელიც ორატორობით, განათლებითა და ქარიზმით ბიძინეზე ათი ნაბიჯით წინ იყო, ვერ შეძლო თბილისელების ორჯერ მოტყუება – მეორე საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში წააგო, როგორც გახსოვთ და ამავე დროს, უზომო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სჭირდებოდა. ბიძინეს, დიდი ალბათობით, არ აქვს გაცნობიერებული თბილისის მუნიციპალიტეტის მართვის მნიშვნელობა მისი სახელისუფლებო ვერტიკალისათვის. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, სასამართლო აქვს, მთავრობა აქვს (აქვს, აქვს) – ახლა მართლა ინფარქტს ხომ არ აიკიდებს ამ თბილისელების ლანძღვა-დაცინვის სმენით!“ ცოტნე გამსახურდიას თქმით, ივანიშვილს თბილისის არც სიყვარული აქვს, არც – ხედვა და არც – გეგმა.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ყოფილ პრემიერს ეს ქეყანა რომ გულწრფელად აინტერესებდეს, ერთ წელიწადში თავის ბანკს არ მიუბრუნდებოდა. „თან მაყუთი ენანება: დარწმუნებულია, რომ მისი გამოჩენის შემთხვევაში სტავკები ერთიორჯერ აიწევს. და ბოლობოლო, გადაიხადოს კახიმ თავის ჯიბიდან, რა გახდა! ბიუჯეტი აგერ აქვთ და „ობშიაკი“. ანდა ასესხებს და გაუსტუმრონ არჩევნების მერე, მეტი რა ქნას! და ბოლოს: თუ ძალიან, ძალიან გაუჭირდათ, ფინალში, სულ ბოლოს გამოჩნდება. ერთგვარი დამალული კოზირის როლშია. გადამწყვეტ ეტაპზე შევა ცოტა ხნით ბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ნარმანიამ სულ რაღაც ასი ათასი ხმა, ათი პროცენტი მიიღო! არადა, მაშინ მეტი ჰქონდათ ძალა და ნდობაც. დღეს ესეც სანატრელი აქვთ. კარგად დაიმახსოვრეთ და გაიხსენეთ ეს წერილი,“ – წერს „ფეისბუქში“ ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაში(video) ვლადისლავ სურკოვი: რუსული ფული აფხაზეთში სწორად იხარჯება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო