ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს პასუხობს-შენი მანერების პატრონი რომ ზვიად გამსახურდიაზე არ უნდა ლაპარაკობდე

14117959_1213143332040620_3331771986900505539_n“მეც დიდ პატივს გცემ, ძვირფასო ბიძინა, მაგრამ შენი მანერების პატრონი რომ ზვიად გამსახურდიაზე არ უნდა ლაპარაკობდე, ამას დიდი “ჩაანალიზება” ჭირდება ალბათ 😉

ჰო,მართვა არ იცოდა, როცა შუაგულ ჯოჯოხეთში სახელმწიფო შექმნა, ურთიერთობა დაალაგა აფხაზებთან და რუსეთს სამაჩაბლო საქართველოს ნაწილად აღიარებინა, ამას სიყვარულის გარდა ცოდნა არ ჭირდებოდა… შენ მაშინ კომპიუტერებით ვაჭრობდი 😉 ცუდი პოლიტიკოსი იყო ზვიად გამსახურდია, რომ სინდისგაყიდულ, პრივილეგიებზე დახარბებულ წითელ ინწილიგენციასთან და ბანდიტებთან საერთო ენა არ მონახა!

და ბოლოს: კალაძის, ჯაჭვლიანის, ნარმანიას და სხვების პატრონი გუნდზე არ უნდა ლაპარაკობდე. ესეც ჩემგან უფასო რჩევა შენ…

პ.ს. ოცნებავ, არჩევნებამდე მაინც გააჩუმეთ ეს კაცი :))”-წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ  გვერდზე.

 

ბიძინა ივანიშვილი-“მე დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. მხოლოდ ის არაა, რომ გიყვარდეს და გული გეწვოდეს, ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს.”

banner
წინა სტატიაშიყიფშიძის ქუჩაზე სროლის დროს დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშსს-ში აცხადებენ, რომ ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა უკვე დადგენილია