ცოტნე გამსახაურდია: ჩვენც გადმოგვსხმოდეს მათი თვისებების “წყალი”…

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადესსომხები, ჩინელები, ებრაელები – ესაა ხალხები, რომელთაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ დედამიწაზე საკუთარი არსებობის სტრატეგიული ხედვა გააჩნიათ. სომეხი არასდროს დათმობს საერთო ინტერესს საკუთარი ტყავის სასარგებლოდ. სომეხი არ გააძვირებს ყვავილებს 9 აპრილის შემდეგ და ფქვილს და ნიჩბებს – ომის მერე… სომეხი არ იყიდის მტრისგან რაიმეს მცირე სიიაფის გამო და არ აღმოუჩენს მტერს დახმარებას… სომეხი არ წეწავს და არ დაღუპავს საკუთარ მოძმეს საზღვარგარეთ, ამიტომ არის სომხური დიასპორა ძლიერი და სამაგალითო პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე. ისინი ახერხებენ ცხოვრების ორგანიზებას მტრულ გარემოცვაში და წიაღისეული რესურსების გარეშე, ურთულეს გეოპოლიტიკურ მდებარეობაში და ცუდ კლიმატურ პირობებში.

სარგსიანი გაუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან რამდენიმე დღის უკან კონსტიტუციის შეცვლა და მესამე ვადით დარჩენა გადაწყვიტა. დარწმუნებული ვარ, შესაძლოა საგარეო კურსი არ შეცვალონ, მაგრამ საკუთარ ქვეყანას უკეთესს გახდიან. იქ არც ჩვენი მასშტაბების კორუფცია და განუკითხაობაა: არავის გააბედინებენ. ვულოცავ სომეხ ხალხს, ჩვენც გადმოგვსხმოდეს მათი თვისებების “წყალი”…

ვისაც აზრის და დასკვნების გამოტანის უნარი არა აქვს, შეუძლია ეს წერილი არ წაიკითხოს!

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაში1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ,,ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს”