ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი – საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდა ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდის ფაქტი აღკვეთა. სომხეთის მოქალაქეს საბაჟო კონტროლისგან მალულად, სომხეთიდან საქართველოში ტრანზიტულად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი, თუმცა ტვირთი გაფორმებული იყო, როგორც სატრანზიტო ხილი.

ამოღებული კონტრაბანდული საქონლის ღირებულება 35 ათას ლარს აღემატება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, წაყენებული ბრალი კი, თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითავლისწინებს.

banner
წინა სტატიაში“იქნებ იცით ვინმემ ფეისბუქის პაროლი…“ – რას უწერენ GEM FEST-ზე გარდაცვლილ გოგოს ფეისბუქზე
შემდეგი სტატიაზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანის მშენებლობა იწყება