Coca-Cola-მ რუსეთის რუკა ყირიმან ერთად გამოაქვეყნა

Coca-Cola-მ რუსეთის რუკა ყირიმან ერთად გამოაქვეყნა

Coca-Cola-მ რუსეთის რუკა ყირიმან ერთად გამოაქვეყნაკომპანია Coca-Cola-მ განმარტა, “კონტაქტებში” ოფიციალურ გვერდზე რუსეთის რუკის გამოჩენა, სადაც მიერთებული იყო ყირიმიც.
უკრაინული მედიის ცნობით, Coca-Cola-ს ცენტრალური ოფისის განცხადებით, პუბლიკაცია რუსული წარმომადგენლობის ადგილობრივი ინიციატივა იყო.
“რუსული Coca-Cola-ის წარმომადგენლებმა რუსეთის რუკის სტილიზებული ვარიანტი, როგორც საშობაო კამპანიის ნაწილი გამოაქვეყნეს. სააგენტომ, რომელმაც რუკა შეიმუშავა, ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო” – უკრანუი მედია Coca-Cola-ს პასუხს ციტირებს.

ახალი წლის მისადგომებთან კომპანიამ რუსეთის რუკა ყირიმის ნახევარკუნძულის გარეშე გამოაქვეყნა. რუკაზე ასევე არ იყო კურილიის კუნძულები და კალინინგრადის მხარე, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში უკმაყოფილება გამოიწვია.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი მუსტაფა ნაიემი მოწოდებით გამოვიდა, კომპანიის პროდუქტი პროტესტის ნიშნად დაბლოკონ.
უკრაინის Coca-Cola-მ ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო, მაგრამ ბოდიშს საპროტესტო განწყობა არ შეუცვლია.

banner
წინა სტატიაშიირანმა საუდის არაბეთი ურთიერთობების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიააშშ-მ ასადის სირიის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ ვადები ჩაინიშნა