Coca-Cola ალკოჰოლს გამოუშვებს

თავისი არსებობის 125 წლის მანძილზე Coca-Cola პირველად დაიწყებს ალკოჰოლური სასმელის გამოშვებას. გადაწყვეტილებას, ბრენდის ახალი პროდუქტის შესახებ “ისტორიული” უწოდეს კომპანიაში. თავდაპირველად, პროდუქტი განსაზღვრული იქნება იაპონური ბაზრისთვის. სასმელი დამზადდება ხილის გემოთი (“ტიუჰაი”) და ალკოჰოლის შემცველობა იქნება 3-8%.
Coca-Cola-ს ამ სიახლეზე რამდენიმე ხნის წინ კომპანიის იაპონური ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა ჯორჯ გარდუნომ განაცხადა. “ტიუჰაის” ბაზარი 2013 წლიდან ყოველწლიურად 5-25%-ით იზრდება მსოფლიოში.

როგორც ექსპერტები ამბობენ, გადაწყვეტილება ალკოჰოლური სასმელის გამოშვების შესახებ გამაგრილებელი სასმელის გაყიდვების შემცირების შედეგად მიიღეს, რაც, თავის მხრივ შაქრის მაღალმა შემცველობამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“ისალმური სახელმწიფო” ხელახალი შეტევებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის სამედიცინო დაზღვევის შესახებ კანონის რატიფიცირება მოხდა