ცნობილი გახდა თურქეთის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში 24 ივნისს ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებში, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ცნობილი გახდა.
საპრეზიდენტო კანდიდატების სია ასეთია:
სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი იქნება.
ერდოღანის ყველაზე ძლიერი კონკურენტი, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) საპრეზიდენტო კანდიდატი მუჰარემ ინჯე იქნება.
სამშობლოს პარტიის (VP) დოღუ ფერინჩექი.
კარგი პარტიის (İYİ PARTİ) მერალ აქშენერი.
ისლამისტური საადეთის (ბედნიერების) პარტიის (SP) თემელ ქარამოლაოღლუ.
სამართლიანობის პარტიის (AP) ვეჯდეთ ოზი.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, თურქეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებიც უნდა ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციით რეალობა უხეშად ირღვევა
შემდეგი სტატიატრამპი: გვადევნეთ თვალყური