CNN-ის ინფორმაციით თარხან ბათირაშვილი იგივე ომარ ალშიშანი მოკლეს

CNN-ის ინფორმაციით თარხან ბათირაშვილი იგივე ომარ ალშიშანი მოკლეს

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ISIS-ის მებრძოლი თარხან ბათირაშვილი იგივე ომარ ალშიშანი შესაძლებელია 4 მარტს სირიაში აშშ-ს სამხედრო ავიაციის დაბომბვის შედეგად მომკვდარიყო.

CNN-ის ინფორმაციით ალშიშანი სავარაუდოდ სირიაში ალშადადის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა

 ინფორმაციას აშშ-ს არმია ჯერჯერობით არ აზუსტებს.

ბათირაშვილი საქართველოში, პანკისში გაიზარდა და ბავშვობიდან არალეგალი მეომარი იყო – წერს “სიენენი”. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ის საქართველოს არმიაში მსახურობდა. 2008 წლის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ომის დროს ის რუსული სატანკო ბრიგადების კოორდინატებს აწვდიდა ქართულ არმიას.
ორი წლის შემდეგ ბათირაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში ტუპერკულოზის დიაგნოზით იყო განთავსებული და შესაბამისად, სამხედრო საქმეს ჩამოშორებული ავადმყოფობის მანძილზე. შემდეგ ის რუსეთში მყოფ ისლამისტებს შეეკრა. 2010 წელს მეომარი იარაღის უკანონო ტარების გამო ციხეში იჯდა. 2012 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან საქართველო დატოვა, სტამბულში წავიდა, იქიდან კი სირიაში.
ბათირაშვილმა რადიკალური ისლამისტების მხარეს დაიწყო ბრძოლა. 2015 წელს ის “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი გახდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მასზე ჯილდო 20 მილიონი დოლარის ოდენობით დააწესა.
ბათირაშვილმა წარმოადგინა ვიდეო, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადების შემდეგ გამოჩნდა – რომლის თქმითაც, ჩეჩნები “ისლამურ სახელმწიფოში” არ იბრძვიან.
ბათირაშვილმა ვიდეოში დამტვრეული რუსულით “ალაჰის სახელით” რუსული ჯიჰადისკენ გააკეთა მოწოდება – წერს “სიენენი”.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მედიამ თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გაავრცელა.

წყარო:CNN

 

 

banner
წინა სტატიაშიvideo კახი კალაძე 1 მილიონ 100 ათასი ლარის ჩარიცხვას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიააფხაზეთში პოლიციელებმა ციხის ექს-უფროსის მანქანა დაცხრილეს (ვიდეო)