ცხვირში საჯაროდ თითი არ უნდა შეიყო და დანა ჩანგლით ჭამონ ესეც თუ არ იციან… – ელისაშვილი

„საერთოდ რა იცის ამ კაცმა, მაინტერესებს, რით არის დაკავებული,“ – ასე ეხმაურება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, დედაქალაქის მერის მიერ დღეს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„თავის სამარცხვინო საქციელებს კიდევ ერთი მიუმატა ნარმანიამ. ტენდერები რომ ცხადდება მის მერიაში და მის სტრუქტურაში არ იცის. საერთოდ რა იცის ამ კაცმა, მაინტერესებს, რით არის დაკავებული. თავის მოჭრაა და მეტი არაფერი, უბრალოდ ჩვენ რა დავაშავეთ, რომ ამ ყველაფერში უზარმაზარ ფულს ვიხდით, 75 მილიონს ვიხდით მერიის შენახვაში. ის რომ, ცხვირში საჯაროდ თითი არ უნდა შეიყო და სუფრაზე ხელებს არ უნდა ილოკავდე და ჩანგლით და დანით რომ უნდა ჭამო და არა ხელებით, ამას სახლში ასწავლიან. მაგრამ, ნარმანია ეტყობა თავის საახლობლოს ამეცადინებს ამ ყველაფერში,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : მიხარია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას ყავს ისეთი დირექტორი, როგორიც გიორგი კეკელიძეა
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5744 ლარი გახდა