ცხინვალში დააკავეს ახალგაზრდა, რომელმაც შებილწა სოფლის ეკლესია

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მილიციამ დააკავა 22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბრალად ედება სოფელ ზღუდერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დარბევა. ეკლესია სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. დაკავებული ცხინვალის მკვიდრია. მისი ვინაობა არ სახელდება. ინციდენტს ადგილი ჰქონდა 19-20 ნოემბერს. ეკლესიის მოძღვარმა სამართალდამცავებს განცხადებით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ “დაუდგენელმა პირებმა შებილწეს ეკლესია, დააზიანეს ხატები, დაამტვრიეს საყდარი და საკურთხეველი.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. ინფორმაციას ავრცელებს ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო “Рес”.

banner
წინა სტატიაშიშალვა თათუხაშვილის ,,ფარული დაცვა” თუ გატაცება ?!
შემდეგი სტატიაუკრაინელი ჟურნალისტის სკანდალური გაფრთხილება სააკაშვილს