ცხინვალის რეჟიმმა სოფელ კნოლევის მკვიდრი დააკავა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ოსური მხარის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ ბალტაში 1959 წელს დაბადებული მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტო “რესის” ინფორმაციით, უწყებაში განაცხადეს, რომ ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის მკვიდრი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
“იმავე დღეს დაკავებული უშიშროების კომიტეტში გადაიყვანეს. ვინაიდან მას დაკავებისას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნდა. მიმდინარეობს მუშაობა დაკავებულის პიროვნების დასადგენად”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს
შემდეგი სტატიაქარმა ნაძვის ხე ასფალტიდან ფესვებიანად მოგლიჯა და ავტომანქანებს დაეცა