ცხინვალის რეგიონში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა ე.წ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი პირობების შექმნა და სასჯელის არა ციხეში, არამედ კოლონიაში მოხდაა, როგორც ამას ე.წ. კანონი ითვალისწინებს.

პატიმრები ასევე ითხოვენ, დე ფაქტო ხელისუფლებამ შეასრულოს დაპირება სასჯელის შეღავათიანი დაანგარიშების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გარკვეული დანაშაულებისთვის მოხდილი სასჯელის ერთი წელი ითვლება წელიწად-ნახევრად. ე.წ. დადგენილება ასეთი წესის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პარლამენტმა მიიღო.

მოთხოვნებს შორის არის – ოკუპირებული ცხინვალის ციხეში სასეირნო ადგილის გაფართოება, პაემნების რაოდენობის ორამდე გაზრდა ერთი თვის განმავლობაში, კამერებში ფანჯრების მოწყობა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება.

მოთხოვნების ტექსტი ვრცლად ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

„ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. ამნისტიაც გამოცხადდა, თუმცა 50 დაკავებულიდან ეს ამნისტია ხოლოდ ორ ადამიანს ეხება“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენპროკურორ ლუცენკოს წინააღმდეგ საქმე აღიძრა
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავა