ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს 2 მოქალქე დააკავა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იტყობინება, რომ ამა წლის 3 და 5 ნოემბერს “ზნაურის რაიონის სოფელ ბალთას მიდამოებში სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ესენი არიან ზემფირა ზაქარიას ასული პლიევა, 1971 წელს დაბადებული და ფრიდონ არსენის ძე ჯერანაშვილი, 1975 წელს დაბადებული. ორივე დაკავებული ქარელის რაიონში ცხოვრობს, შესაბამისად სოფლებში ატოცი და ჭვრინისი. 6 ნოემბერს, ზნაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ შეეფარდათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, რომლის გადახდის შემდეგ, ისინი საქართველიში გააძევეს”

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ისრაელში იმყოფება
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ექიმებისთვის სხვა კლინიკებში მუშაობის აკრძალვა არ იგეგმება