ცხინვალის დე ფაქტო შსს-ს ქალაქის სამმართველო ააფეთქეს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო შს სამინისტროს ქალაქის სამმართველოში, წუხელ გვიან ღამით, ყუმბარა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ პირის ვინაობა, ვინც აფეთქება განახორციელა, დადგენილი არ არის.
დე ფაქტო შს მინისტრის მოადგილის ტარზან კოკოევის განცხადებით, “სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ქალაქის სამმართვფელოში ყუმბარეა აფეთქდა, თუმცა მისი სახეობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის”.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმიროსლავ ლაიჩეკი:საქართველო ამ გადაწყვეტილებას დიდხანს ელოდა
შემდეგი სტატიაერთი დღე უვიზო მიმოსვლამდე-ხვალიდან ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდება