ლუკა კურტანიძე: ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს საქართველოში

„კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს საქართველოში,“ – პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებს, რომლებიც ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ, ქართული ოცნების წევრმა ლუკა კურტანიძემ უპასუხა.

„მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ერთ ადამიანს, რომელმაც ამდენი შესძლო საქართველოში და ყველაფრის ფასად ისინი იბრძვიან საქართველოს განვითარების სასიკეთოდ. და როდესაც არის ცილისწამება კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს საქართველოში,“ – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

დღის წესრიგის მიხედვით, დღევანდელ სესიაზე მოხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკითხის კენჭის ყრა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემის ცვლილებას და ასევე განიხილება საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის შეცვლას, არა 2016 წლის, არამედ 2020 წლისთვის.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: პროექტი “Check In Georgia“ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობას აამაღლებს