„ციხეში „ქოცებმა“ ჩამნერგეს, მაგრამ „ნაცებმა“ გადამიბირეს!“

vanoრა მისცა და რა წაართვა ციხემ ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილს

 

მე და ნანუკა ჟორჟოლიანს თავისი „რეაბილიტაციის მშობლებს“ გვეძახის. შეიძლება, ასეცაა, თუმცა პირადად მე, ვთვლი, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია – უბრალოდ, ჩავთვალე, საინტერესო იქნებოდა, თუკი „ციხის დღიურს“ გააკეთებდა და საზოგადოებას ქალთა კოლონიის ყოველდღიურობას გააცნობდა, თან რაც მთავარია: უდავოდ ნიჭიერი ჟურნალისტია, ანუ სხვანაირად რომ ვთქვა, წერა ეხერხება… სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობთ, ამ თემებზე არასოდეს მიკითხავს. ახლა კი, გადავწყვიტე, რაღაცები დამეკონკრეტებინა, თუმცა გავაფრთხილე, ჩვენი „ფეისბუქმიმოწერა“ უნდა გავასაჯაროვო და მერე არ დაიწყო, არ ვიცოდიო… მოკლედ, ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი, მგონი, ერთადერთი ყოფილი პატიმარია, რომელიც არ ამტკიცებს, სააკაშვილის მმართველობის დროს უსამართლოდ დამიჭირესო. მეტიც, ყველამ, ვინც მაკას ჟურნალისტურ საქმიანობას თვალს ადევნებს (ამაჟამად, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტია), იცის, რომ „ოცნებას“ კრიჭაში უდგას. ჰოდა, ბევრს უკვირს, ზოგი კი „ნაცსაც“ ეძახის. სინამდვილეში, ვინაა, რა კავშირი ჰქონდა ბურჯანაძის პარტიასთან, რატომ არ ითხოვს პილიტპატიმრის სტატუსს და რა მოტივით უთხრა დასაქმებაზე უარი „ოცნების“ თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა? – ყველა ამ შემითხვას ყოფილი პატიმარი, ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი პასუხობს.

 

მაკა, აბა, როგორ ხარ? ოთხი წელია, „სვაბოდაზეხარ და იმედია, თავისუფლდ სუნთქავ, არა?

– ალბათ, იმაზე  უკეთ ვარ, ვიდრე ციხეშ ვიყავი და  იმაზე ცუდად ვარ, ვიდრე ადამიანი თავს მეოთხე საუკეთესო წელიწადს უნდა გრძნობდეს. ვანო, ჩემი ხაისათი ხომ იცი? – ციხეშიც თავისუფლად ვსუნთქვადი! ჯანსუღ ჩარკვიანი როგორ ამბობს ხოლმე,  ყველაზე თავისუფალი მონააო?! ჰოდა, სულ თავისუფალი ვარ და თავისუფლად ვსუნთქავ. ეგ მათი სადარდებელია, ვინც თავისუფლად იმ მძიმე ცხრა წლიანი რეჟიმის დროს ვერ სუნთქავდა, რადგან ახლა პოლიტიკური ტახიკარდია აქვთ განვითარებული

 ისე, მგონი ერთადერთი ექსპატიმრი ხარ, რომელიც არ ამტკიცებს, მიშამ უკანონოდ დამიჭირაო. ისტირანი“ „ნაცებიამ მარწყვივითგოგოს მაინც რას გერჩოდნენ?

– ის ტირანი „ნაცები თავის“ თავს არ ინდობდნენ და ამ „მარწყვივით“ გოგოს რას მიზევდნენ ? ჰო, მგონი, მართლა, ერთადერთი ვარ, ვინც ამბობს, რომ უკანონონ პატიმარი არ ვყოფილვარ. უბრალოდ, სხვისი დარდი არ მაქ , საკუთარი თავის დარდი მაქვს და ჩემს თავს არ მოვატყუებ, უკანონოდ იყავი დაჭერილი და შენი თავი მსხვერპლად შერაცხე-თქო.

მაკა, არასოდესგიჩალიჩია“, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მიგეღო?

– არა, არასოდეს! არადა, ამისი კარგი საფუძველიც მქონდა და ბევრი არგუმენტიც. ციხეშივე მეუბნებოდნენ,  დაწერე და თქვი, რომ პოლიტპატიმარი ხარო.

– რატო არ დაწერ და არ თქვი, რომ პოლიტპატიმარი იყავი?

– ამაზე რა უნდა ვთქვა?

– სხვა თუ არაფერი, სტატუსი გექნებოდა…

– სტატუსი? პატიმრის სტატუსი  რომ მქონდა, ხომ გავაოცე ქვეყანა და ახლა პოლიტპატმირის სტატუსით ხომ გადავრევდი… ეს ხუმრობით… მოკლედ,  შემოთავაზება მქონდა, თუმცა უარი ვთქვი – რაც არ მეკუთვნის, ის არ უნდა მოვითხოვო. ის კი, რაც მეკუთვნოდა, ისედაც მაქვს!

 სოციალურ ქსელში და მედიაშიც პირგამეხებულიანტიოცნებელისიმიჯი გაქვს. ჰოდა, ბევრს აინტერსებს, ეს მოსიაშვილი რამგაანაცაო“. აბა, ახლა, გულახდილად მითხარი, „ნაცებსრატომ გულშემატკივრობ?

– არა.

– რა „არა“?

– მოდი, სიმართლე ვთქვათ: „ნაცებს“  არ ვგულშემტკივრობ.

lk

– აბა, რას შვრები?

– არასწორად ფიქრობენ. უბრალოდ, ჩემი მეგობრბეის გულშემატკივარი ვარ და ისინი  პოლიტიკური ნიშნთ არ ამირჩევია. თუ მათ პოლიტიკური ნიშნით დავყოფ, მივიღებ „ნაცს“, „მრეწველს“, „ტრადიციონალისტს“, „ფორუმს“, „ბურჭულაძეს“ და ა. შ. ეს ხელს არ მიშლის, რომ მათი მეგობარი ვიყო, პირიქით…

განსხვავება სხვა რამეა: 2007 წელს, გაუბედურებული და გაპარტახებული ქვეყანა დავტოვე, მერე, გამოვედი და აღმოვაჩინე გალამაზაებული და დამშვენებული თელავი, თბილისი… და აი, ამის მერე, მას, ვინც თელავის რეაბილიტაცია შეძლო, ბრალს 5 ეპიზოდში სდებენ. საბედნიეროდ, თავი ხუთივეში გაიმართლა. გიგი უგაულავას, კაცს, რომელმაც ქალაქი ქალაქს  დაამსგავსა, იჭერენ და ვინმე ნარმანია მოყავთ, „ტიპი“, უკაცრავად და, გარტყმაში არ არის , რა უნდა გააკეთოს და მეტი პროტესტი რაღა გინდა?

ასევე ვარ ჩემი ქალაქის, თელავის მერზე, პლატონ კალამახელიძეზეც… ამ ხალხმა მუშაობა არ იცის, არა!

  მაკა, რა ამის პასუხია და, ქალთა ბუნტის დროს, როგორც მახსოვს, კოლონიაში იყავი. რეალურად, მაშინ რა მოხდა?

– ის მოხდა, რაც ყველა ბუნტის დროს ხდება ხოლმე – დავა, ჩხუბი… მერე, სპეცრაზმი და მერე, ტერიტორიის დაშლა, ანუ პატიმართა გადანაწილება…

ქალ პატიმრებსაც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ? „კარანტირისდაშლა თქვენზეც ვრცელდებოდა?

ზოგადად, ქალთა კოლონაიში „კარანტინი“ არ არსებობს, რადგან საპყრობილეც განყოფილებაც და სხვა და სხვა განყოფილებაც ერთ დაწესებულებაშია.

გაუპატიურებაზე კი, რა მოგახსენო, ასეთი შემთხვევა მე-5 დაწესებულებასში არ ყოფილა…

 მაკა, მერე რა, რომ ჩემი მეგობარი ხარ. მიუხედავად ამისა, ცუდი რაღაცებიც უნდა გკითხო, ოკ?

– ვანო, უცნაური შეკითხვები შენგან დიდი მოულოდნელობა არაა.

ზოგიქოცისგანმომისმენია, მოსიაშვილი ციხეშინაცებმაგადაიბირესო. ამაზე რას იტყვი?

– სიმართლეა!

– ვაუ!

– ციხეში „ქოცებმა“ ჩამნერგეს, მაგრამ „ნაცებმა“ გადამიბირეს!

– მართლა?

– ამაზე რა უნდა გიპასუხო? მასე არ იყო, „ნაცები“ მე გადავიბირე. აგერ, გადაბირებულები კი ამბობენ, ბევრი შეცდომა გვქონადო. ხომ ჰგავს ჩემს ხელწერას? ისე, იმისაც ამბობნ, ჩვენი გაფუჭებული ჩვენივე გამოსასწორებელიაო.

ზოგადად, პატიმრების გადაბირება როგორ ხდება?

– უნებისყოფო და უპრინციპო ადამიანის გადაბირებას რა უნდა? ფეხებს „დაუბრაცუნებენ“ და „პლასტინკას“ ამოატრილებს, მაგრამ სხვა მეთოდებიც არსებობს. ქართული ანდაზა ხომ იცი? – შიში მამაძაღლიაო. ჰოდა, მშიშარა ადმიანს შეაშინებ და ისიც გადაბირებულია, სულ ესაა ამის ფილოსოფია.

ისე, ციხიდან გამოვლის მერე, „ოცნებასთანურთიერთობა თუ გიცდია, ანუ ვთქვათ, ახალ ხელისუფლებას სამსახური ან, სულაც, რეაბილიტაციის თხოვნით თუ მიმართე?

კი, ვანო, მიცდია. მაგალითად, თელავის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა გიორგობიანს ვთხოვე, საკრებულოში გენდერულ საკითხებში მრჩელად მიიმღე-თქო. მან კი  მოკლედ შემომითვალა, ნაციხარ  ქალთან მუშოაბა არ მინდაო. ახლა კი ველოდები, გიორგობიანს როდის დაიჭერენ, რომ მერე ციხეში „პერედაჩები“ და გაზეთები მივუტანო.

იგივე ვთხოვე  ქალქის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძეს და უარი მთხლიშა, არა და ვერაო… ეს 2014-ში იყო. მაშინ ჩავთვალე, რომ გუბერნატორის დავალებით არ მიმიღეს, მაგრამ ახლა ვიცი, რომ გუბერნატორი უბრალოდ, არაფერ შუაში იყო, ანუ ირაკლი შიოლაშვილს ჩემთვის ამ კუთხით ხელი არ შეუშლია. ამ უარით რა მოიგო და რა წააგო ამ ორმა პერსონამ, ამას თავად მიხვდენენ, მაგრამ  რაც შეეხება თხოვნას, მითხოვია.

რაც შეეხება რეაბილიტაციას, ჩემს რეაბილიტაციას  ორი მშობოელი ჰყავს: ერთი ნანუკაა, მეორე კი, – შენ და კიდევ, რა თმა უნდა, ჩემი მეგობრები! ისე, „ქოცი“ არც ნანუკაა და არც შენ ხარ!

  შეგიძლია, შენი გადასახედიდან, სამი ყველაზე ცუდინაციდა სამიცქოცი დაასახელო?

– „ნაცებიდან“ არ მიყვარს შაშკინი.

– რატომ?

– ბუნტთან ასოცირდება და ალაბთ, ამიტომ…

„ქოცებიდან“ მთლად შუბლგახსნილი მეჭიარურზე ვერ ვარ, დანარჩენი კი, ვინც პორტირებულია, ერთიც არ მომწონს და ვამბობ, ცუდი ადამიანია ვერულაშვილი…

გოგა ხაინდრავამ რომ შემოგთავაზოს, ფილმ „9+1“-ის ერთერთ სერიას შენ მოგიძღვნიო, დასთანხმდები?

– უი, რას ამბობ, აშმალახა!  მე სხვა ღირებულბებეის ტყვე ვარ. ასე რომ, ეგ ამბავი არც იქნება და ვერც იქნება… მე გოგა ხაინდრავა მაშინ მიყვარდა, გირგვლიანის საქმზე რომ გამოვიდა და თავისი პოზოცია მკაფიოდ დააფიქსირა. 2016 წლის ხაინდრავას იდეები არ მიზიდავს, არ მიყვარს ჭრილობების გახსნა…

  ვთქვათ, სასწაული მოხდა დანაცებიდაბრუნდნენ, არ გეშინია, რომ ისევ დაგიჭირონ?

– ნოდარ დუმბაძე ამბობდა, რომ პატიმრებს ყველაზე მეტად სასწაულების სჯერათ. ყოფილი პატიმარი ვარ და რაღაცების მეც მჯერა, მაგრამ მთლად მათი დაბრუნება არაბუნებრივია. დაჭერის არ მეშინია, უფრო მგონია, რომ კახეთის გუბერნატორობას შემომთავაზებენ!

როცა შენს თავთან მარტო რჩები, შენი ცხოვრებიდან ყველაზე დიდ დისკომფორტს რა გიქმნის?

მახსენდება  2007 წლის 21 აპრილი, როცა წინასწარი ორთვიანი მომისაჯეს და ბავშვებს ვემშვიდობებოდი… კიდევ მახსენდება 2012 წლის ნოემბერი, როცა ჩემი უმცროსი შვილი, თაკი, 10 თვის რომ დავტოვე, პირველად 5 წლის დ 9 თვის შემდეგ ვნახე. იდგა, ჩემი რძლის კაბას ამოფარებული მიყურებდა და მაკვირდეობოდა, მერე მკითხა, სერიალში რომ ციხეა, ისეთ ციხეში იყავიო?

მაკა, ახლა გამახსენდა: 2014-ში გაპოლიტიკოსება გადაწყვიტე და კენჭს ბურჯანაძის სიით იყრიდი. ეს პროევრპელი გოგო ბურჯანაძის პარტიასთან რამ მიგიყვანა?

– 2012 წლის მერე, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ეს არჩევნები იყო, თავისი ამორჩეული პარტიით, ზოგადად, კენჭი მისი სიიდან ვიყავრე და არც მიფიქრია, რომ მის რიგებში დავრჩებოდი.

– აბა?

– თუ საკრებულოში შევიდოდი, ისე მოვიქცეოდი, როგორც კახეთში ამ პარტიიდან შესულთა 99 პროცენტი მოიქცა, ანუ პარტიის სახელი საერთოდ ამოიღო საკუთარი „სივიდან“. მინდოდა, რომ საკრებულოში მოვხვედრილიყავი და ვცადე, ეს პარტიია გამომეყენებინა, სულ ეს იყო. მართალია, საკრებულოში ვერ შევედი, მაგრამ ეს პარტია მარტივ  მამრავლებად დაიშალა და ვთვლი, რომ ამ დაშლაში დიდი წვლილი მაქვს.

ისე, ზუსტად ვიცი, ვინც ამ პარტიიდან კენჭს იყრის, უბრალოდ, პოლიტიკურად რეგვენია!

– რატომ?

– მრავალი და მრავალი მიზეზის გამო.

– მაინც?

– ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ

– კარგი… რა მოგცა და რა წაგართვა ციხემ, მაკა?

– ციხემ მომცა გამოცდილება და წამართვა საუკეთესო 6 წელი.

maka

შენი შვილები რომ გაიზრდებიან, როგორ ფიქრობ, შენზე რას იტყვიან?

– რომ გაიზრდებიან, არ ვიცი, რას იტყვიან, მაგრამ ის ვიცი, რომ დღეს მათთვის ყველაზე  მაგარი ქალი ვარ!

მაკა, უდარდელი ქალის როლს თამაშობ თუ მართლაც, ფიქრობ, რომ ცხოვრება მშვენიერია?

– უდარდელი არ ვარ, უბრალოდ, არ ვიმჩნევ, რომ ვდარდობ. ცხოვრება კი მშვენიერია და ზუსტად ვიცი, ამაზე მშვენიერი არაფერია! უბრალოდ, ცხოვრება მიყვარს…

ოცნებები ხდება?

– ხანდახან ყველაფერი ხდება.

ბედნიერი ხარ?

– მგონი, კი, ვარ… მაგრამ, უფრო მეტი ბედნიერიბა არ მაწყენდა!

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ სკანდალში ეხვევა?!
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: “კორუფციის ჭაობად გადაქცეულმა თბილისის მერიამ გადაწყვიტა ტაქსისტებს ჩაუჯდეს წილში