„ციანიდის საქმეზე“ შუამდგომლობები საჯაროდ განიხილება

ე.წ. ციანიდის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობის განხილვა უნდა მოხდეს საჯაროდ და ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული.

პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის დახურვა დღესაც მოითხოვა.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო პროცესის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მზად არის, ისაუბროს დეტალებზე, როგორ იგეგმებოდა მკვლელობა და რა იყო ამის მოტივი.

„არსებობს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეც. შესავალში დეტალურად ყველა მტკიცებულება უნდა მიმოვიხილოთ. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებსაც”, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაში„ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში…ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში”
შემდეგი სტატიამე როგორც ნონას დას და ოთოს დას მიჩნდება პროტესტი საქართველოს შვილი მერქვას