“ციანიდის საქმეზე” სასამართლო პროცესების სრულად დახურვა უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესები სრულად არ უნდა დაიხუროს. მისივე თქმით, პროცესების დახურვა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს საზოგადოებაში.
„მიგვაჩნია, რომ იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ ცალკეული სხდომები შესაძლოა დაიხუროს და არა მთლიანი საქმის განხილვა. ასეთი დახურვა, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს იწვევს საზოგადოებაში და ვფიქრობ, არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ამ საქმის სრულად დახურვა, მათ შორის, არც გამოძიების და მართლმსაჯულების”,-განაცხადა ნანუაშვილმა.
დეკანოზის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზოციციური პარტიები აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიერთადერთი ალტერნატივაა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა – ომბუდსმენი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე
შემდეგი სტატიაკობა ნარჩემაშვილი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს