სააპელაციო სასამართლოში დღეს “ციანიდის საქმის” განხილვა გაგრძელდება. სხდომაზე დასკვნითი სიტყვით წარსდგება ბრალდების მხარე. პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, რატომ უნდა გადაკვალიფიცირდეს საქმე და მოხდეს მისი განხილვა არა როგორც ანგარების, არამედ შურისძიების მოტივით ჩადენილი დანაშაულის.
დაცვის მხარისთვის კი ბრალდების მხარის პოზიცია მიუღებელია. მათთვის საევე მიუღებელია საქალაქო სასამართლოს განაჩენიც, რომლის მიხედვითაც დეკანოზ მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.