CIA-ის ყოფილი უფროსი ჯეიმზ ვულსი: თურქმა მინისტრებმა და ფლინიმ პენსილვანიიდან გიულენის გატაცება დაგეგმეს

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ფლინი თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ბერათ ალბაირაქთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ფეთჰულაჰ გიულენის პენსილვანიიდან, საკუთარი სახლიდან თურქეთში გადაყვანის საკითხებს განიხილავდა. – ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ უფროსზე ჯეიმს ვულსზე დაყრდნობით წერს, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. ვულსის თქმით, შეხვედრა 2016 წლის 19 სექტემბერს ნიუ-იორკში გამიართა. ფლინი მაშინ დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

CIA-ის ყოფილი უფროსის ჯეიმს ვულსის განცხადებით, განიხილებოდა გიულენის თურქეთში საიდუმლოდ გადაყვანის საკითხი, ყოველგვარი ოფიციალური ექსტრადირების პროცედურების გარეშე. ვულსის თქმით, ის ამ გეგმის წინააღმდეგი იყო რადგან, ასეთი ფორმით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გიულენის ქვეყნიდან გაყვანა აშშ-ის საზოგადოებრივ წესებს არ შეესაბამება.

ამ დისკუსიაში მონაწილე თურქული მხარის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით რა სახის პრობლემები შეექმნებათ ჯერჯერობით უცნობია. თურქი მინისტრები იმუნიტეტით სარგებლობენ თუმცა იმ ოთახში მყოფ სხვა პირებს მოუწევთ თუ არა ამერიკის სასამართლოებში დაკითხვაზე მისვლა ეს ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: http://washingtonhatti.com/2017/03/25/cia-eski-direktoru-woolsey-gulenin-kacirilmasi-acik-bir-sekilde-kanunlarin-ihlalidir/

https://www.wsj.com/articles/ex-cia-director-mike-flynn-and-turkish-officials-discussed-removal-of-erdogan-foe-from-u-s-1490380426

 

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე “ქრონიკა+”-ის სკანდალურ ნომერს აანონსებს-გადის თუ არა ჰეროინის გზა ყარაჯალაზე
შემდეგი სტატიაისტორიული დღეა – საქართველოს მოქალაქეებისთვის-კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას ულოცავს