ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, აშშ-ს კონგრესისი სრული მხარდაჭერა აქვს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მტავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეფასებები და შეფასებები იყო ძალიან პოზიტიური, ის რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არის ჯანსაღი, კორუფციის ინდექსი არის დაბალი და საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის კონკრეტულად კონგრესმენ დეივ პრაისის სიტყვები და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი შეფასებები კეთდება. მინდა, დელეგაციას მადლობა გადავუხადო. დელეგაციაში იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრ ასევე ქვეყნისთვის საინტერესო შეხვედრებში. უნდა ითქვას, ერთის მხრივ, კოორდინაცია მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის და, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელიც ქმნის ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ძალიან მნიშვნელოვან საძირკველს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ქვეყანაში კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრების დონე გაიზარდოს.

“მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ტენდენცია, რომელიც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას არის ჯანსაღი, დადებითი და ამ ტენდენციით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში თვისობრივად შეიცვალოს ცხოვრების დონე. დარწმუნებული ვარ, ეს საფუძველი, რომელიც ჩაყრილია, აუცილებლად იმუშავებს ძალიან ეფექტურად ამ მიმართულებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენმა „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაში” ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
შემდეგი სტატია„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისათვის” – ევროპარლამენტარი გალერი