ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით

ilia-meore-agdgoma„თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

„თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები. ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო.

მაშ, შევიმოსოთ სიხარული, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ასირიელნო, უდინნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ქურთნო, იეზიდნო და ყოველნო მკვიდრნო ივერიისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო!

მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასოება იმისა, რომ: ,,დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში.”

ქრისტე აღდგა!
აღვდგეთ და ამიერიდან ჩვენც ,,წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად, წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად, ბნელისაგან ნათლად, მონებისაგან თავისუფლებად, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!“, – ბრძანებს უწმინდესი სააღდგომო ეპისტოლეში.
იხილეთ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

banner
წინა სტატიაშიჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე
შემდეგი სტატიაუწმინდესი მრევლს მომაკვდინებელ ვნებებს კიდევ ერთხელ განუმარტავს და შეცდომების მონანიების მნიშვნელობაზე ესაუბრება