ჩვენს პატრიარქთან შეხვედრას მეუფე იაკობი ბლოკავს – მამა გიორგი მამალაძის ძმა

„პატრიარქმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მამა გიორგის უდანაშაულობაში ეჭვია არ შეაქვს,“ – ეს განცხადება მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის ამბობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს განუცხადა, რომ მამა გიორგი თავდებით უნდა გამოვიდეს და ციხეში არ უნდა დარჩეს და მზად იყო, ამ საქმეში თავადაც ჩართულიყო.

„ადვოკატების გამოსვლის შემდეგ, რატომღაც, დაგვიბლოკეს პატრიარქთან შესვლის უფლება, ჩვენ არ გვახვედრებენ პატრიარქს, მე პირადად მოვითხოვე პატრიარქთან შეხვედრა, მოვითხოვე მეუფე დიმიტრისთან შეხვედრა, რაზეც უარი მივიღე,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ. ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის, განცხადებით, მას და დაცვის მხარის ყველა წარმომადგენლის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას მეუფე იაკობი ბლოკავს.

ამის შესახებ მან არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ის ამ დასკვნამდე სხვადასხვა მამაოსთან პირადი საუბრებიდან გამომდინარე მივიდა.

„მე პირადად შთაბეჭდილება მრჩება რომ, იქედან გამოდინარე, რომ ჩემს ძმასთან მღვდლების შესვლას მეუფე იაკობი პირდაპირ კრძალავს, რამეთუ რამდენიმე მღვდელს სურდა მამა გიორგისთან შესვლა და სურდა, აღსარება მიეღო მამა გიორგისგან, ზიარება მიეცა მამა გიორგისთვის და კატეგორიულად იყო მეუფე იაკობისგან აკრძალვა, აქედან გამომდინარე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს, მამა გიორგის ოჯახს, გვბლოკავს მეუფე იაკობი,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩავუშოღლუ: ყველაფერს რომ გისრულებდათ ის თურქეთი აღარ არის
შემდეგი სტატიაპუტინი – დასავლთს: თვითონ მოიგონეთ საფრთხეები და ამით საკუთარ თავს აშინებთ