ჩვენს ინტერესებშია, საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, “ქართული ოცნება” მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს.

“ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით პროვოკაციების საშიშროებაზე. სამწუხაროდ, ორი მცირე ინციდენტი მოხდა დღეს ორ სხვადასხვა რეგიონში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. კარგია, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მსუბუქი პროვოკაციებით შემოიფარგლა და რაიმე მძიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ მომავალში მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები”, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატია44 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ლიბეს კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირეს