,,ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა”

ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, იქნებოდა შესაძლებელი, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. აკაკი ზოიძე ოპტიმიზაციის პროცესს მიესალმება.

“ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო და არაერთხელ გაცხადებული პრიორიტეტი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი და მოქნილი გახდეს მთავრობა და ზოგადად, მმართველობა. ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, შესაძლებელი ალბათ, იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა. იმედი მაქვს, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება”, – განაცხადა ზოიძემ.

ზოიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ იმ კანონპროექტს, რომლითაც მთავრობა პარლამენტში შევა, როგორ მოხდება გაერთიანება, რა ვარიანტია მთავრობის მიერ შემოთავაზებული და “ამის მიხედვით გახდება ცნობილი, თუ რამდენად შეეხება ეს ადამიანებს”.

“ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო აქამდე და მხარს დავუჭერ მიდგომას მინიმალურად აუცილებელი ადამიანური “დანაკარგებით”, რადგან თითოეული ადამიანი ეს არის დაკარგული სამუშაო და შემოსავლი ოჯახებისთვის. ჩვენ მივესალმებით, თუ ეს ყველაფერი მოხდება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, მოხდება სტრუქტურებში გადანაწილება, თუმცა რეზერვს ვხედავთ ადამინისტრაციულ დანახარჯებში, რომლის შემცირებაც ასეთი ტიპის რადიკალური რეფორმით რეალურია”, – განაცხადა ზოიძემ და იქვე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ დანახარჯებში იგულისხმა არა ადამიანების ხელფასები, არამედ ის ხარჯები, რაც ემსახურებოდა სამინისტროების, სხვადასხვა დეპარტამენტების უზრუნველყოფას. ზოიძე მიიჩნევს, რომ დაზოგილი თანხები უნდა მიემართოს სოციალური მიზნებისთვის.

კითხვაზე, მისი აზრით, რამდენი სამინისტრო უნდა ფუქნციონირებდეს, ზოიძის განცხადებით, მისი პირადი აზრით, რომელიც გუნდთან არ არის შეთანხმებული, 12 სამინისტრო საკმარისი იქნებოდა.

ზოიძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იქნებოდა სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების ან ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება.

“მე მაგალითად გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე დავტოვებდი, რადგან ეს ქვეყნისთვის, გლობალურად არის დიდი პრიორიტეტი. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს. მთავრობა გვთავაზობს ამ ვარიანტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად წინაგადადგმული ნაბიჯია. ახლა უკვე განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში შემოვა, გვექნება საჯარო მსჯელობა”, – განაცხადა ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მატროსოვის ციხესთან გიორგი ონიანის მხარდასაჭერ აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გეგმავს